ხატია დეკანოიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების გადადების საკითხი არ განხილულა, თუმცა მსჯელობას წინ არაფერი უდგას, ახლა მთავარი სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიაში გუშინ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, თუმცა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების გადადების საკითხი არ განხილულა.
როგორც ხატია დეკანოიძემ განახცადა, ახლა ყველასთვის მთავარი საკითხია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სიცოცხლის გადარჩენა.
„გუშინ იყო სამუშაო შეხვედრა და, რამდენადაც ვიცი, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების გადადების საკითხი არ განხილულა. თუმცა, რა თქმა უნდა, მსჯელობა მოგვიწევს. ჩემს მეგობრებთან დღეს მქონდა კომუნიკაცია, მსჯელობას წინ არაფერი უდგას და მეტსაც გეტყვით – ყველასთვის მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლის გადარჩენაა, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ჩართულია უშუალოდ საარჩევნო კამპანიაში. გასაყოფი არაფერია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.