ხატია დეკანოიძე - მნიშვნელოვანია, ჯერ „ქართული ოცნება“ მოვიდეს კომპრომისული წინადადებით და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ არჩევნების ვადებზე
ხატია დეკანოიძე - მნიშვნელოვანია, ჯერ „ქართული ოცნება“ მოვიდეს კომპრომისული წინადადებით და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ არჩევნების ვადებზე

მნიშვნელოვანია, ჯერ „ქართული ოცნება“ მოვიდეს კომპრომისული წინადადებით და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ არჩევნების ვადებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, ხოლო 2022 წელს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ იქნება არც ერთი საკითხი მიუღებელი, რაზეც საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგება.

„ყველა პარტიას აქვს თავისი მოსაზრება. ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელმაც შეთანხმების ტექსტი დაამტკიცა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ძალიან ძვირფასია ყველა პარტიის მოსაზრება, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ჯერ „ქართული ოცნება“ მოვიდეს წინადადებით, განვიხილოთ კომპრომისული წინადადება, თუ ასეთი იქნება და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ვადებზე. მე კიდევ ხაზს ვუსვამ, ნამდვილად არ ვფიქრობ იმას, რომ რამე მიუღებელია, იმ შემთხვევაში თუ ეს ექნება საერთო ოპოზიციური შეთანხმება და ქართული ოცნებიდან თუ გადმოდგმული  იქნება რეალური ნაბიჯი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.