ხატია დეკანოიძე - მნიშვნელოვანია გზავნილი, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, პასუხისმგებლობის დიდი წილი აქვს ხელისუფლებას
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ქვეყანას აქვს, ეს არის გამოწვევაც და მიზანიც, რა თქმა უნდა, შედეგი პოზიტიური უნდა იყოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხდა.
მისი თქმით, როცა ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია პარტნიორების გზავნილები და დასავლური განწყობა.
„მნიშვნელოვანია გზავნილი, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, პასუხისმგებლობის დიდი წილი აქვს ხელისუფლებას, თუ როგორ იქნება შესრულებული ვალდებულებები, რაც სასიცოცხლო და აუცილებელია“, – განაცხადა დეკანოიძემ.