ხატია დეკანოიძე - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერებთან კონსულტაციები ჰქონდა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში მოვიდეს და მოსახლეობას მიმართოს
ხატია დეკანოიძე - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერებთან კონსულტაციები ჰქონდა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში მოვიდეს და მოსახლეობას მიმართოს

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერებთან კონსულტაციები ჰქონდა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში მოვიდეს და მოსახლეობას მიმართოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, უმრავლესობის მხრიდან სრულიად აბსურდული არგუმენტები და ბრალდებები ისმის.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაკავებულია ყვითელი პრესის პროპაგანდისტული მასალების განხილვით მაშინ, როცა უკრაინაში წარმოუდგენელად მძიმე ვითარებაა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგვხვდება და გაგვაცნობს, რაზე იყო საუბარი მაკრონთან, როგორია პერსპექტივა და მისი ხედვები, ჩვენი სახელმწიფოსთვის რა უნდა იყოს მთავარი ინტერესი ევროინტეგრაციის გზაზე. სასაცილოა, როცა ტექნიკური საკითხებით ხდება მსჯელობა, რომ პარლამენტში პრეზიდენტი არ მოვიდეს. მთავრობაც უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშისას. ირაკლი ღარიბაშვილს ალბათ არ უნდა, რომ მოვიდეს და საზოგადოების წინაშე წარსდგეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.