ხატია დეკანოიძე - მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს და ოპოზიციას არ დაბრალდეს მისი ჩაგდება
ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა 12 რეკომენდაცია შესრულდეს და ოპოზიციას არ დაბრალდეს 12 პუნქტის ჩაგდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, სასწრაფოდ დეკემბრამდე უნდა შესრულდეს ეს რეკომენდაციები.
„ჩვენი პოზიცია რჩება იგივე. ეს იყო, რომ საპარლამენტო სასესიო დარბაზში მონაწილეობა მიგვეღო დებატებში, მათ შორის, კომიტეტების მოსმენებზე და კომიტეტებზე. უნდა შემუშავდეს რეალური ფორმატი და საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის, ინკლუზიურად ყველასთან ერთად, ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ილუზია არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ რეალური ამოცანა არის ინკლუზიური პროცესის შექმნა. ჩვენი ილუზია არ არის, რომ „ქართული ოცნება“ ისწრაფვის და 12 რეკომენდაციის შესრულების პოლიტიკური ნება აქვს. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორებისა და მოქალაქეების წინაშე, უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა 12 რეკომენდაცია შესრულდეს და ოპოზიციას არ დაბრალდეს 12 პუნქტის ჩაგდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის პოზიცია იქნება, რომ სასწრაფოდ, დეკემბრამდე შესრულდეს ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა დეკანოიძემ.