ხატია დეკანოიძე - კოალიციების არსია, ვიღაცამ რაღაც უნდა დათმოს, ამის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, ქალებს მეტად აქვთ კომუნიკაციის უნარი, დათმობის სურვილი
ხატია დეკანოიძე - კოალიციების არსია, ვიღაცამ რაღაც უნდა დათმოს, ამის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, ქალებს მეტად აქვთ კომუნიკაციის უნარი, დათმობის სურვილი

კოალიციების არსია, იყოს შეთანხმებები, ამას მოჰყვეს კამათი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ვიღაცამ რაღაც უნდა დათმოს.

„საქართველოში პოლიტიკა პოლარიზებულია. არსებობს მომენტები, როცა ერთ დღეს ერთი პოზიცია აქვთ, მეორე დღეს – მეორე. ხშირად ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან, კამათობენ პოლიტიკოსები, მაგრამ, ვფიქრობ, მოხერხებადია. პასუხისმგებლობას როცა გაკისრებს მოსახლეობა, იქ სხვა გამოსავალი არ გაქვს. შესაძლებელია, იყოს შეთანხმებები, ამას მოჰყვეს კამათი, ასეთია კოალიციების არსი. ვიღაცამ რაღაც უნდა დათმოს. მე სრული სერიოზულობით ვამბობ, ამის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, რადგან ქალებს მეტად აქვთ კომუნიკაციის უნარი, დათმობის სურვილი და უფრო სხვანაირად შეიძლება უყურებდნენ პოლიტიკას, უფრო არაკონფრონტაციულად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.