ხატია დეკანოიძე - „ხალხის ძალის“ ინიციატივა კიდევ ერთი რეპრესიული მექანიზმის შემოტანას გულისხმობს, არ მჯერა, რომ ისინი საქართველოში ამერიკული კანონმდებლობის ინტერესებს გაატარებენ
ხატია დეკანოიძე - „ხალხის ძალის“ ინიციატივა კიდევ ერთი რეპრესიული მექანიზმის შემოტანას გულისხმობს, არ მჯერა, რომ ისინი საქართველოში ამერიკული კანონმდებლობის ინტერესებს გაატარებენ

„ხალხის ძალის“ ინიციატივა კიდევ ერთი რეპრესიული მექანიზმის შემოტანას გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებიან, მათი აგენტების განზომილებაში გადაყვანა ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, ქალთა უფლებებზე, სტარტაპებზე, ფერმერებზე, ამ ადამიანების აგენტად განზომილება რეპრესიული ინსტიტუტია. რეალურად, სახელმწიფოს სურს, რომ კიდევ უფრო მეტად გააკონტროლოს თავისუფალი მედია, მათ შორის ონლაინმედია.

„რუსეთის გარდა, ამერიკულ ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობაზე საუბარი არ არის.  „ხალხის ძალის“ ინიციატივა კიდევ ერთი რეპრესიული მექანიზმის შემოტანას გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებიან, მათი აგენტების განზომილებაში გადაყვანა ხდება. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, ქალთა უფლებებზე, სტარტაპებზე, ფერმერებზე, ამ ადამიანების აგენტად განზომილება რეპრესიული ინსტიტუტია, რომელიც, რეალურად, სახელმწიფოს იმისთვის სურს, რომ კიდევ უფრო მეტად გააკონტროლოს თავისუფალი მედია, მათ შორის ონლაინმედია. რა თქმა უნდა, აქ არავითარი კავშირი არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარლამენტში ივანიშვილის დეპუტატებს შორის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და თავისუფალ მედიას დეკლარირებული აქვს ფინანსები და ეს დეკლარირებულია საგადასახადო სისტემაში.

„ხელისუფლებას ათი წლის განმავლობაში რუსეთის ერთი ჯაშუშიც კი არ დაუკავებია და საუბრობს, თითქოს აქ რუსეთის ჯაშუშებზეა საუბარი და ასევე სხვა კონფესიების რადიკალიზაციას და სტიგამიზაციას ახდენენ, მხედველობაში მაქვს მდინარაძის განცხადება. მათ ესმით, რომ რუსული შავი ფული ქვეყანაში დეკლარირებულად და გამჭვირვალედ არ შემოდის, საქართველოში გამჭირვალედ ერთადერთი შემოდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ მობილიზებული თანხები. საქართველოში არ არის დემოკრატიული ხელისუფლება, ხოლო EPP-ის ინიციატივა და FARA ეხება პოლიტიკური საქმიანობის ლობიზმის განსაზღვრას, რაც არის მნიშვნელოვანი. FARA 1939 წელს შექმნეს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, ჯაშუშების ქსელის გამოსავლენად. ცხრილი შემდეგია – მათ აგენტების ერთ ფორმულაში მოქცევის ინტერესი არ აქვთ, მათი ინტერესია, ის ადამიანები დასაჯონ, დააჯარიმონ და გამოაშკარაონ, ვინც თავისუფალ სიტყვას ამბობს. პოლიტიკური ოპონენტების აგენტებად შერაცხვა მტკიცებულებების გარეშე ძალიან მძიმეა. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც – თუ ერთმანეთის აზრს არ ეთანხმებიან, მაშინ ეს არის ქვეყნისა და ხელისუფლების მტრობა. როცა ხელისუფლებას აკრიტიკებ, არ შეიძლება, ქვეყნის მტერი იყო, რადგან ხელისუფლების მთავარი კრიტიკოსი ხარ და ეს მოვალეობა გაქვს. ამ ოლიგარქიული ხელისუფლების მთავარი გზავნილია პოლიტიკური ოპონენტების დასჯა, რაც არცერთი ხელისუფლების პირობებში არ არის სწორი გზა. ცხრაკაციანი დეპუტაცია არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების პირდაპირი გამტარებელი, რომლებიც ასევე რუსეთის ინტერესებს ატარებენ, რადგან ამ ადამიანების გზავნილები ემთხვევა კრემლის პროპაგანდას. არ მჯერა, რომ ეს ადამიანები, სოზარის ჩათვლით, საქართველოში გაატარებენ ამერიკული კანონმდებლობის ინტერესებს. ეს ადამიანები მხოლოდ რეპრესიული ინსტიტუტების გაძლიერებას ცდილობენ. ეს ადამიანები გამოხატავენ არა დემოკრატიის ინტერესებს, არამედ ბიძინა ივანიშვილის“, – განაცხადა დეკანოიძემ.