ხატია დეკანოიძე - ხაბეიშვილის განცხადების მთელი კონტექსტი არ მომისმენია, მაგრამ ნებისმიერი სახის ასეთი განცხადება საფრთხილოა, არ შეიძლება დაპირების მიცემა, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ შეიძლება ისეთი დაპირების გაცემა, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელია.
ხატია დეკანოიძემ შეაფასა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.
როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, ნებისმიერი სახის ასეთი განცხადება ძალიან საფრთხილოა.
„არ მომისმენია მთელი კონტექსტი, მაგრამ ნებისმიერი სახის ასეთი განცხადება ჩემთვის ძალიან საფრთხილოა. ამიტომ ამას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. რეალურად, არ შეიძლება იმ დაპირების მიცემა, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.