ხატია დეკანოიძე - გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ, არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია
ხატია დეკანოიძე - გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ, არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია

არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია ცალკე არაფერს წყვეტს.

„ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილზე, ამიტომ გაყალბებული არჩევნების ფონზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იციან, როგორც ხელისუფლებამ, რომელსაც მივაწოდეთ ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვესახება, რომლითაც აუცილებლად უნდა გამოვიდეს კრიზისიდან ქვეყანა, პოლიტიკური, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. პარლამენტისთვის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ. ისე უნდა დარჩნენ მარტო, როგორც მეორე ტურის დროს, როდესაც პრაქტიკულად ბოლშევიზმისა და კომუნიზმის ახალ ეპოქაში შევიდა „ოცნება“. არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია რიგგარეშე ან ახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ​ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. მეტსაც გეტყვით, „ოცნებას“ არავითარი შემხვედრი წინადადება არ მოუტანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ.