ხატია დეკანოიძე - განვიხილავთ ისეთ ბერკეტებს, რომლებსაც შედეგი ექნება, მანდატების დატოვება ახლა არ განიხილება  
ხატია დეკანოიძე - განვიხილავთ ისეთ ბერკეტებს, რომლებსაც შედეგი ექნება, მანდატების დატოვება ახლა არ განიხილება  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მანდატების დატოვების საკითხი პარტიაში არ განიხილება.

მისივე თქმით, განიხილავენ ყველა ბერკეტს, რომელსაც შედეგი ექნება.

„ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, მაგრამ იმ ბერკეტებს, რომლებსაც შედეგი ექნება. ჩვენი ბერკეტები უნდა იყოს საერთო კომპლექსში განხილული, მათ შორის, რა დააყენებს შედეგს მიშასთან მიმართებით. მესმის, შეიძლება ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ამომრჩევლებს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეთ, მაგრამ მე, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც ძალიან განიცდის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიშა ჩემთვის, არც ჩემი მეგობრებისთვის არ არის მხოლოდ მანდატი, პარტია, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა საჭირო იქნება. ახლა არ განიხილება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.