ხატია დეკანოიძე - ე.წ. გადატრიალების სცენარების შესახებ ბევრი განცხადება ვიხილეთ, არცერთი გამოძიება კონკრეტული შედეგებით არ დასრულებულა, ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება
ხატია დეკანოიძე - ე.წ. გადატრიალების სცენარების შესახებ ბევრი განცხადება ვიხილეთ, არცერთი გამოძიება კონკრეტული შედეგებით არ დასრულებულა, ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება

ე.წ. გადატრიალების რაღაც სცენარების შესახებ ბევრი განცხადება ვიხილეთ, არცერთი გამოძიება არ დასრულებულა კონკრეტული შედეგებით, ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა თავის დროს ელოდება“.

დეკანოიძის თქმით, ლილუაშვილის ამ განცხადებას სერიოზულად არ მიიჩნევს.

„ეს უკვე მოძველებული, ვადაგასული და არასერიოზული განცხადებაა. 12 წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი განცხადება ვიხილეთ ე.წ. გადატრიალების რაღაც სცენარების შესახებ. ამ განცხადებას სერიოზულად არ ვუყურებ. არცერთი გამოძიება არ დასრულებულა კონკრეტული შედეგებით, ვინაიდან ასეთი საკითხი არ არსებობს. საკუთარი განცხადებების არასერიოზულობაში ეხვევიან და ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.