ხატია დეკანოიძე - ძველ პარადიგმაში გადასვლა პარტიას არ არგებს, ჩემს თავს ამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ვხედავ, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიქნები
„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„მე ვისაუბრე ძალიან ვრცლად ყველა იმ მიზეზზე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა. ამას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გავაფორმებ ფრაქციაზე, შემდეგ პარტიიდან და ა.შ. ოფიციალური ნაწილი რა მომენტში მოგვარდება, არ ვიცი“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძემ პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შეუთანხმებლობა აქვს პარტიის მენეჯმენტთან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე.
„ზოგადად, ძველი პარადიგმით მართვა და ისევ ძველ პარადიგმაში გადასვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ არგებს. ეს ჩემი პოზიციაა და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან სწორი იყო. მე ჩემს თავს ამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ვხედავ. დამოუკიდებელი დეპუტატი ვიქნები“, – განაცხადა დეკანოიძემ.