ხატია დეკანოიძე - ჩვენი გეგმები იგივეა, არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ვაგრძელებთ ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან
არ ვანიჭებთ უფლებამოსილებას და ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს არც სამართლებლივი, არც აღიარების კუთხით, ვაგრძელებთ ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი როდის გაიმართება ელჩებთან შეხვედრა.
„ველოდებით დასტურს ჩვენი პარტნიორებისგან, ალბათ ეს შეხვედრაც შედგება. ჩვენ გავაცნობთ იმ ხედვას, რომელიც გვაქვს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასთან მიმართებაში. ჩვენი გეგმები იგივეა, არ ვანიჭებთ უფლებამოსილებასა და ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, არც სამართლებრივი კუთხით, არც აღიარების კუთხით, ვაგრძელებთ ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან. ვაგრძელებთ ჩვენს მწვავე პროტესტს იმ ფარგლებში, რის საშუალებაც გვაქვს ძალიან მძიმე პანდემიურ ვითარებაში, რომელიც არსებობს სწორედ ხელისუფლების გულგრილობის შედეგად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.