ხატია დეკანოიძე - ჩვენ ვიდგებით აქ და ვერ შემოვა პარლამენტის თავმჯდომარე
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პარლამენტში პლენარული სხდომის დარბაზში იქნებიან და პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას იქ შესვლის საშუალებას არ მისცემენ.
„უნდა გადადგეს მკვლელი ღარიბაშვილი და ხელისუფლება. ხუთ ივლისს მოაწყვეს სასაკლაო, დღეს ღარიბაშვილს ეყო უტიფრობა, რომ გამოსულიყო და კიდევ საშინელებები ელაპარაკა. ამაზრზენი ადამიანები არიან. ჩვენ ვიდგებით აქ და ვერ შემოვა პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.