ხატია დეკანოიძე - ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის კრიმინალიზაციაზე
ხატია დეკანოიძე - ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის კრიმინალიზაციაზე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე პარლამენტის სხდომაზე რუსული სამხედრო სიმბოლიკის – „Z“-ის კრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა კოლეგებს მიმართა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და უკრაინის მეგობარ ქვეყნებს მოუწოდა, რომ მოხდეს ე.წ. რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის „Z”-ის კრიმინალიზაცია. ეს სიმბოლიკა აჩვენებს ძალიან მძიმე დანაშაულს, რომელსაც სჩადის რუსეთი და ეს დანაშაული ხდება მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში, ჰოსტომელში და ეს დანაშაული ეხება უკრაინის ყველა მცხოვრებს.

ყველაფერს აქვს თავისი განზომილება, ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების, ერთობლივი, პასუხისმგებლობაა, რომ შინაგანად გავიაზროთ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მეგობარი უკრაინა. პარლამენტს აქვს ეს განზომილება, რომ ჩვენ ეს სოლიდარობა, უნდა ვაჩვენოთ. ის ადამიანები არიან რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ქვეშ, იხოცებიან ბავშვები, ქალები და ჩვენ შეგვიძლია სოლიდარობის ნიშნად გამოვხატოთ მსგავსი აქტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.