ხატია დეკანოიძე - არ ვფიქრობ, რომ ამერიკული მოდელია სრულყოფილება, FARA 1930-იან წლებში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ შეიქმნა, რაც ნაცისტური ჯაშუშური ქსელის გამოსავლენად მნიშვნელოვანი იყო
საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ამერიკული მოდელია სრულყოფილება, FARA 1930-იან წლებში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ შეიქმნა, რაც ნაცისტური ჯაშუშური ქსელის გამოსავლენად მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ აგენტის ცნების შემოტანა არის „რუსული კანონმდებლობის სერიოზული დაკოპირება“.
„მაშინ, როდესაც საქართველოში საერთაშორისო ფონდების ფინანსები გამჭვირვალეა და ჯაშუშებისთვის რუსული შავი ფული არ შემოდის დეკლარირებულად, ამ დროს, ვფიქრობ, რომ ამ კანონს მიზანი არ აქვს, საკანონმდებლო ჩარჩოში ერთი მთავარი მექანიზმი იყოს – პირიქით, ეს არის არასამთავრობო სექტორის კიდევ ერთი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც არ შემოიფარგლება კონკრეტული ადამიანების ხელფასებით. უამრავი სასიცოცხლო პროექტის დაფინანსება ხდება – კერძო მეწარმეებზე, სტარტაპებზე, რასაც კავშირი არ აქვს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან. ჩემი პოზიციაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მსგავსი ცნების – აგენტის შემოღება არის რუსული კანონმდებლობის სერიოზული დაკოპირება“, – განაცხადა დეკანოიძემ.