ხატია დეკანოიძე - ბოიკოტი უნდა შეწყდეს და პარტიამ საპარლამენტო რესურსი გამოიყენოს ყველა მიმართულებით
ბოიკოტი უნდა შეწყდეს და პარტიამ საპარლამენტო რესურსი გამოიყენოს ყველა მიმართულებით, რადგან საპარლამენტო რესურსი არ არის მხოლოდ პლენარულ სხდომებზე კითხვის დასმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ქუჩაში, პარლამენტში, კომიტეტზე, საერთაშორისო ასპერეზზე – ყველგან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას ყველა სივრცის ამოვსების საშუალება ჰქონდეს.
„ეს არის პარტნიორებთან ურთიერთობა და მათი მკაცრი პოზიციაა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უნდა იყოს. ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. ქუჩაში, პარლამენტში, კომიტეტზე, საერთაშორისო ასპერეზზე – ყველგან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას ყველა სივრცის ამოვსების საშუალება ჰქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ პარტიის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. საფრთხეების გათვალისწინებით, რაც არსებობს საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ამ განხილვებში ჩავერთო. პარტიიდან ჩემს გასვლაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.