ხატია დეკანოიძე - რაიმე განსაკუთრებული სირთულე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს ოპოზიციის რიგებიდან, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია
ხატია დეკანოიძე - რაიმე განსაკუთრებული სირთულე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს ოპოზიციის რიგებიდან, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია

რაიმე განსაკუთრებული სირთულე არ მგონია იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს ოპოზიციის რიგებიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში სალომე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია.

„არაერთხელ მითქვამს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დავუჭერ. არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული სირთულე იყოს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს ოპოზიციის რიგებიდან. ვფიქრობ, მისი კანდიდატობა შესაძლებელია. ევროინტეგრაციის პროცესში მისი როლი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიმართა: „თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ ვიქნები, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“.