ხატია დეკანოიძე - არ გამოვრიცხავ, რომ ამდენი თავხედური ნაბიჯის შემდეგ, ერთ დღესაც „ქართული ოცნება“ დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში
ყველანაირად ხელი უნდა შევუშალოთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მათ შორის სხდომის დღესაც, თუ გაბედავენ და მათ კანდიდატურებს შემოიტანენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში დარჩეს მარტო.
„რაც შეეხება ბოიკოტს, “ნაციონალურ მოძრაობას” ბოიკოტი და ერთპარტიულ პარლამენტში “ქართული ოცნების” დატოვება არ გაუჭირდება, რადგან ბოლო ვიყავით, ვინც საპარლამენტო საქმიანობა ახალი დღის წესრიგის გამო დავიწყეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღესაც ამხელა და ამდენი თავხედური ნაბიჯის შემდეგ “ქართული ოცნება” დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში“, – განაცხადა დეკნოიძემ.