ხატია დეკანოიძე - არ აჰყვეთ ჭორებს, მე ვრჩები პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
ხატია დეკანოიძე - არ აჰყვეთ ჭორებს, მე ვრჩები პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მან პარტია დატოვა.

„ინფორმაცია, რომ მე დავტოვე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს სისულელეა და არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ გავრცელებულ ჭორებზე ლაპარაკს. მე ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“. უბრალოდ, მაქვს პროექტი პოლიციის რეფორმაზე და ამიტომ, ხშირად ფიზიკურად არ ვარ ხოლმე საქართველოში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარტიაში რჩებიან ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე და ნინო კანდელაკიც, რომლებზეც ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია დატოვეს.

„შეგიძლიათ გადაამოწმოთ თითოეულ მათგანთან, თუმცა ჩემი რჩევაა, არ აჰყვეთ ამ ჭორებს“, – განუცხადა პირველ არხს ხატია დეკანოიძემ.