ხატია დეკანოიძე - ამერიკის ელჩის განცხადებაში ყველაზე ნიშანდობლივია, რომ იგი ხელისუფლებას აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის
უნდა განვიხილოთ კონტექსტი, როდესაც ამერიკის ელჩმა თქვა, რომ იმ მძიმე დარღვევით და ძალიან მძიმე მოცემულობით, რომელიც იყო 31 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობამ დაკარგა არჩევნების ნდობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის განმარტებით, ამერიკის ელჩის განცხადებაში ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ იგი ხელისუფლებას აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის.
„ზოგადად კონტექსტი უნდა განვიხილოთ, როდესაც ამერიკის ელჩმა თქვა, რომ იმ მძიმე დარღვევევით და ძალიან მძიმე მოცემულობით, რომელიც იყო 31 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობამ ზოგადად ნდობა დაკარგა არჩევნების. ეს მისი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა.
კი, ეს პარტიები, ჩვენ მოვხვდით პარლამენტში, მაგრამ ეს რეალობა არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც უნდოდათ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს რეალობა და დემოკრატიის იმიტაცია, რომელიც ივანიშვილს უნდა, არ იყოს ზუსტად ასახული იმ პარლამენტში, რომელმაც დაკარგა საერთოდ ყველანაირი ფუნქცია.
ამიტომ მნიშვენლოვანი იყო ელჩის განცხადებები, ძალიან ბევრი და მრავალმხრივი კონტექსტი. აქ იყო ყველაზე უფრო ნიშანდობლივი ის, რომ იგი ხელისუფლებას აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას შეეხება, უპასუხა, რომ „არ ეთანხმება არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს“
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება.