ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველებს მიმართა, ბიძინა ივანიშვილს არ დაემორჩილონ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.

„მივმართავ ყველა პოლიციელს, რომელსაც გაქვთ ელემენტარული სინდისი და ნამუსი, თქვენ იღებთ ხელფასს ამ ადამიანების ჯიბიდან, ნუ ემორჩილებით ბიძინა ივანიშვილს, რადგან ეს არის დიდი უსინდისობა და უტიფრობა. როგორ აკეთებთ ამას, რომ ადამიანებს არბევთ გაუფრთხილდებლად ამ პანდემიის დროს, წყლის ჭავლს უშვებთ“, – განაცხდა ხატია დეკანოიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ. განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.