ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით შეხვედრას არ დაესწრებიან და არასამთავრობოთა წარდგენილ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით შეხვედრას არ დაესწრებიან და არასამთავრობოთა წარდგენილ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს

„ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე დახურული კონსულტაციები გამართეს.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მისი პარტია პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრას არ დაესწრება და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახალხო დამცველის არჩევასა და წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი ფრაქცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი დღევანდელ სხდომას, სამუშაო ფორმატში შეხვედრას არ დავესწრებით. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ისინი კანდიდატის შერჩევაზე უკვე მუშაობენ და მათ შერჩეულ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. ჩვენი ფრაქცია მზადაა, წარადგინოს ეს კანდიდატი. ჩვენ ვართ ერთადერთი დიდი ოპოზიციური ფრაქცია. გარდა ამისა, ჩვენ ფორმალურ შეხვედრებზე, რაც გულისხმობს ბიუროსა და კომიტეტებზე საკითხის განხილვას, მზად ვართ ჩავერთოთ ამ დისკუსიაში. მანამდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.