ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს ქუთაისში გიორგი გახარიას პარტიის მერობის კანდიდატთან
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს პარტია „საქართველოს“ მერობის კანდიდატ გიორგი გოგუაძესთან.
როგორც ხატია დეკანოიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ძალიან ჭკვიანი და მოტივირებული ახალგაზრდაა.
„ადგილობრივი ქუთაისელი, კარგი ადამიანია, პოლიტიკურად სიმპათიური. ამას ახლა არ ვამბობ მეორე ტურის წინ, ეს მე მანამდეც აღვნიშნე. შესაბამისად, ასეთი ადამიანები თუ იქნებიან ქალაქის მმართველობაში ჩართულები, მე პოზიტიური დამოკიდებულების მეტი არაფერი სათქმელი არ მექნება. თუ გამოხატავს ინტერესს, ყოველ შემთხვევაში, მე მზად ვარ, ყველას დაველაპარაკო, მინუს „ქართული ოცნება“, ყველა უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჯარო მოხელეების ხარჯზე, რადგან ახლა „ქართული ოცნების“ კამპანია, მათ შორის მერიაში არის ის, რომ აშინებენ ამ ადამიანებს, რომლებმაც მომცეს მე ხმა, ეუბნებიან, რომ მოვა ხატია და თქვენ, ყველას გაგათავისუფლებთ, არა, პირიქით, ყველა ადამიანი, იქნება გათავისუფლებული პოლიტიკური დაკვეთისგან“, – განაცხადა დეკანოიძემ.