ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია არის რუსული მარში რუსული კანონის დასაცავად
აქციები არ არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ეს აქციები ტარდება ყოველდღე და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, აქციები ყოველდღე გაგრძელდება. რაც შეეხება 29 აპრილის შეკრებას, დეკანოიძე მას „რუსულ მარშს“ უწოდებს.
„ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დააპირისპიროს, ეს უნდა რუსეთს, პირველ რიგში, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები არიან ძალიან აზრიანები, ჭკვიანები. ამიტომ ჩვენ, მათაც და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა, ივანიშვილის რუსული მმართველობა არ გვჭირდება და არ გვინდა, გათვითცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ფრთხილები უნდა ვიყოთ. ასევე, შემიძლია, გითხრათ, თუ ვინმეს უნდა დაპირისპირება, ეს არის ივანიშვილი. აქცია იქნება ყოველდღე. რაც შეეხება 29 აპრილის აქციას, ეს არის რუსული მარში რუსული კანონის დასაცავად, რომელსაც, ჩვენდა სამარცხვინოდ, ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც იყო დამოუკიდებლობის და დამოუკიდებელი საქართველოს, სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლო. ამიტომ ეს არის ყველაზე უფრო დიდი მკრეხელობა, რომელსაც აიძულებენ, მათ შორის, ადმინისტრაციულ რესურს“, – განაცხადა დეკანოიძემ.