ხაშურთან ერთ-ერთი კომპანიის სადისტრიბუციო ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხაშურთან ერთ-ერთი კომპანიის სადისტრიბუციო ავტომობილს თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი ტრაილერი შეეჯახა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ორივე სატრანსპორტო საშუალება ერთი მიმართულებით გადაადგილდებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.