ხაშურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.
თვითმხილველების განცხადებით, გზაზე გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს მეორე ავტომობილი დაეჯახა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღცვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.