ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიიდან მეორე დღეს ათეულობით სახლი კვლავ დატბორილია.
რთული რჩება მდგომარეობა ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე, ახალდასახლებასა და გომში. ოჯახების ნაწილი ისევ ვერ ახერხებს სახლებში შესვლას. მოშლილია საკანალიზაციო სისტემა, დაბინძურებულია სასმელი ჭები.
ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში მოსახლეობას მეხანძრე -მაშველები ეხმარებიან. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გურასპაშვილი განცხადებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან ერთად მდინარე სურამულაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიგეგმება.