ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა მაღაზიაში, მოკლული ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელია. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შსს-ში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.