ხაშურში მამაკაცი მოკლეს
ხაშურში მამაკაცი მოკლეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ალში მამაკაცი მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირი თანმხლებ პირებთან ერთად ყოფილი რძლის ოჯახში მივიდა, სადაც ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

შსს-ს ცნობით, დაჭრილია სავარაუდო დამნაშავე, ქალბატონის ახლანდელი ქმარი.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიდმინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.