ხაშურში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ვერტმფრენითა და ახალი სპეცმანქანებით მიმდინარეობს - დრონის კადრები
19:21, 30.08.2018
ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის ქრობის პროცესში პირველად ჩაერთო ტყის სახანძრო სპეცმანქანები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ.
ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ტყის მასივში 15 შემოვლა განახორციელა.
ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა
„ხანძრის ეპიცენტრში არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა“, – აცხადებენ უწყებაში.
ფოტო და ვიდეომასალას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.