ხაშურში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა
ხაშურში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა

ხაშურში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.

როგორც საქართველოს მთავრობის ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში ქორწინების მსურველი წყვილები საზეიმო ცერემონიის დაგეგმვასაც შეძლებენ.

„საქართველოს მასშტაბით 121 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელს ინოვაციური პროექტი – „მობილური იუსტიციის სახლი“ ემსახურება.

მიმდინარე წელს კიდევ ათი იუსტიციის სახლი გაიხსნება თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, თბილისში (გლდანში), ჭალაში, ზოტში, ტოლებში, შროშასა და ცაიშში“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.