ხაშურში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ცხრა წევრმა დატოვა
ხაშურში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ცხრა წევრმა დატოვა.
როგორც პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა აღნიშნეს, მათთვის პარტიის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მიუღებელია.
„პარტია „საქართველოსთვის“ სამი დამფუძნებელი და ექვსი წევრი ვტოვებთ, რისი მიზეზიც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებია. გუშინ სენაკში „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღეს, არარსებული სხდომა ქვორუმის გარეშე ჩაატარეს და სამანდატო კომისიის თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დანიშნეს. სამწუხაროა, რომ გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს“, – განაცხადეს პარტიის ყოფილმა წევრებმა.