ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, საიდანაც ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა 29 ივნისს მოხდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
შსს-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.