ხაშურში ხუთი დღის წინ დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. 71 წლის კაცი ხაშურში, შინდარის დასახლებაში ცხოვრობს. ის სახლიდან 5 ივნისს გავიდა და მას შემდეგ არ უნახავთ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ბოლოს სურამის გზაზე ნახეს.
ამ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრების თხოვნით ავრცელებს.
ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ გატარდა სამძებრო ღონისძიებები, შექმნილია სამძებრო საქმე და გრძელდება ძებნა.