ხაშურსა და გორში ე.წ. ცხელების ცენტრები ამოქმედდა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლში ე.წ ცხელების ცენტრები ამოქმედდა. ორი ცენტრი ხაშურსა და გორში „გორმედის“ კლინიკებშია განთავსებული.
„ჯანდაცვის სამინისტრის მიერ შემუშავდა კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები. ეს ღონისძიებები მოიცავს რამდენიმე საფეხურს. მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩაირთო ცხელი ხაზი. 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ კვალიფიციური ოჯახის ექიმები, რომლებიც სპეციალურად იქნა დატრენინგებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ოჯახის ექიმები უკავშირდებიან პაციენტებს, რომლებსაც რაღაც სიმპტომატიკა აქვს. ხდება პაციენტის შეფასება და თუ არანაირი ნიშნებია გამოხატული, პაციენტი რჩება სახლში. გაწერილია რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავუკავშირდეთ ამ პაციენტს. ვართ ინტერაქტივში და თვითონ ვუკავშირდებით პაციენტს. მეორე საფეხური არის ე.წ. ცხელი ზონები. აქ უკვე 112-ს მოჰყავს საეჭვო პაციენტები. აქ უტარდება პროტოკოლით გაწერილი კვლევები. ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებს უკვე რეფერალს, ხდება მისი რეფერალი. ამ დროისათვის საავადმყოფო შეიარაღებულია ყველაფრით, რომ ყველა შემთხვევა მკაცრად, პროტოკოლით აწარმოოს“ – განაცხადა „გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ჭეიშვილმა.
მისივე ინფიორმაციით, გორის ცხელების ცენტრში 12 პირი იყო გადაყვანილი, აქედან შვიდი არ საჭიროებდა შემდეგ მკურნალობას. დანარჩენი დაკვირვების მიზნით რჩებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ.