ხაშური-ლიხის მონაკვეთზე რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.
„დღეს, საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით, ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.