ხასან ღალილი - დახმარების ცხელი ხაზი მოიტანს პოზიტიურ ცვლილებებს ბავშვების ცხოვრებაში
ეს მოიტანს პოზიტიურ ცვლილებებს ბავშვების ცხოვრებაში, – ასე შეაფასა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ხასან ღალილიმ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ამოქმედება საქართველოში.
„დღეს, რთულ დროებაში, კორონავირუსის პანდემიის დროს, მოხარული ვართ, რომ პარტნიორობას ვუწევთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მიმართულებით, რომელიც ოჯახებს პრაქტიკული დახმარებით უზრუნველყოფს. ჩვენ ყოველდღიურ მონიტორინგს გავუწევთ შედეგებს და მოხარულები ვართ, რომ ოჯახებს დაუყოვნებლივი და შესაბამისი დახმარება ეწევა“, – აღნიშნულის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ხასან ღალილიმ განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ამისა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, „იუნისეფი“ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აზარტული თამაშებს და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრობლემა აქვთ დამატებით ფსიქოლოგებთან უფასო მომსახურების მიღებას სთავაზობს.