ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში აღმოაჩინეს დაბომბილი ავტოკოლონა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ
ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში აღმოაჩინეს დაბომბილი ავტოკოლონა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ

ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში აღმოაჩინეს დაბომბილი ავტოკოლონა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. უკრაინის ხელისუფლებაში ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუ როდის დაბომბეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ავტოკოლონა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ექვს მსუბუქ და ერთი სატვირთო მანქანას.