ხარკოვის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლში დარჩნენ, რადგან ქვეყნის მასშტაბით, აფეთქებებისა და საარტილერიო ცეცხლის გახსნის ხმა ისმის.
„გთხოვთ, არ დატოვოთ სახლები დღეს. გართულებული ვითარების გამო, სკოლები, საბავშვო ბაღები და ინსტიტუტები დღეს არ იმუშავებს, ვიდრე ვითარება არ გაირკვევა“,- წერს იგორ ტერეხოვი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.