ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტი ორჯერ დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა – გზები, ხიდები. დატბორილია სახნავ-სათესი მიწები, დახოცილია ფრინველი და პირუტყვი.
ჯამში, სტიქიის ზარალმა შესაძლოა, ხუთ მილიონ ლარს მიაღწიოს. შექმნილია კომისია, რომელიც ზარალს ამ დრომდე ითვლის. სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.