ხარაგაულში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ხარაგაულში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები შეიკრიბნენ.
მუნიციპალიტეტის კინოთეატრში შეკრებილმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა განაცხადეს, რომ მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს, რადგან ძალადობრივი რეჟიმი ქვეყნის მმართველობაში არ უნდა დაბრუნდეს.
„ოჯახი არ არის, რომ არ ჰყავდეთ „ნაციონალებს“ გაუბედურებული. ჩვენ არ შევეგუებით ამ ძალის დაბრუნებას. ყველა, ვინც ერთად ვიბრძოდით, აქ ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი შვილებისა და მომავლის საკეთილდღეოდ სალომე ზურაბიშვილმა მოიგოს. პირველ ტურში ოპოზიციურად განწყობილი პარტია მხარს ვუჭერთ სალომეს ზურაბიშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 80 პროცენტით მოვიგოთ“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია ყრუაშვილმა.