ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 77 წლის მამაკაცს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ის პირუტყვს ეძებდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა. მეწყრული პროცესები სარკინიგზო მაგისტრალთან გუშინ საღამოს განვითარდა. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ჯგუფები.

ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა. ამ დროისთვის ოთხი ლიანდაგიდან სამი მიწითაა დაფარული. სატვირთო მატარებლები გადაადგილდებიან ერთ ლიანდაგზე, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა კი აკრძალულია. მიწის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებულია საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.