ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფეთჰულა გიულენი გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფეთჰულა გიულენი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პენსილვანიაში გავლენიანი თურქი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი  გარდაიცვალა.

თურქული მედიის ცნობით, ის ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა.

რელიგიური ლიდერი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწინააღმდეგე იყო და თურქეთის ხელისუფლება მას 2016 წლის 15 ივნისის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად მოიაზრებდა, რასაც მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი დაშავდა.

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, სახელმწიფო წესრიგის დამხობის მიზნით გიულენის ორგანიზაცია გრძელვადიან კამპანიას აწარმოებდა და სახელმწიფო ინსტიტუტებში, კერძოდ, არმიაში, პოლიციასა და სასამართლოში თავისი წევრების ინფილტრაციას ახდენდა. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა.

ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან აშშ-ში დევნილობაში ცხოვრობდა.