ხანძრის გამო, საბერძნეთის პელოპონესის რეგიონში 20-ზე მეტი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა
ხანძრის გამო, საბერძნეთის პელოპონესის რეგიონში 20-ზე მეტი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საბერძნეთში, ატიკის რაიონსა და კუნძულ ევიაზე ხანძრების შემდეგ, ახალი კერები პელოპონესის რეგიონშიც გაჩნდა.
ძლიერი ქარის გამო, ხანძარი გორთინიისა და არკადიის რაიონებში გავრცელდა, რის შედეგადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 20-ზე მეტი სოფლის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე 300-ზე მეტი მეხანძრე და 100-ზე მეტი სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
საბერძნეთში ხანძარი უკვე მეცხრე დღეა, მძვინვარებს.
ათენის ეროვნული ობსერვატორიის განცხადებით, ხანძრის შედეგად 65 ათას ჰექტრამდე ფართობია განადგურებული. ქვეყნის პრემიერმა გასულ დღეს დაზარალებული რეგიონების აღდგენისთვის ბიუჯეტიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოყო.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ხანძრის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი დაკარგეს, სახელმწიფო 150 ათასი ევროს ოდენობის თანხას გადასცემს.