ხანძარი მანჩესტერში - ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა
ხანძარი მანჩესტერში - ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

ხანძარი მანჩესტერში – ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის კერა მეცხრე სართულზე მდებარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო ათზე მეტი სახანძრო ბრიგადა. მათ ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ მოახერხეს.

განადგურებულია რამდენიმე ბინა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება. ხანძრის დროს ახლომდებარე შენობებიდან მოქალაქეების გამოყვანა გახდა საჭირო. სახანძრო სამსახურში ცეცხლი გაჩენის მიზეზზე ჯერ არ საუბრობენ.