„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს.
როგორც უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, სამინისტროს სურს, უკმაყოფილება გამოთქვას საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით.
„საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული „უცხოელი აგენტის“ კანონპროექტი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივასთან დაკავშირებით. კანონი აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს ამბიციებთან სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და კონტრპროდუქტიულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. კანონის იმპლემენტაცია გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და გაართულებს საქართველოში ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით განიხილოს ქვეყნის რეალური ინტერესები და უკან გაიწვიოს კანონპროექტი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის უფლებას მშვიდობიან პროტესტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.