„ხალხის ძალასა“ და პარტიას „საქართველოსთვის“, შესაძლოა, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა მიეცეთ
„ხალხის ძალასა“ და პარტიას „საქართველოსთვის“, შესაძლოა, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა მიეცეთ.
საუბარია „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, თუ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლებათ.
დღეს მოქმედი ნორმით კი, 2024 წლის მოწვევის პარლამენტში პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია, თუმცა ერთი პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ, პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუ იმავე პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატებს ფრაქცია აქვთ შექმნილი.