ხალიფა ჰაფთარის ძალების მიერ ლიბიის დედაქალაქის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის ძალების მიერ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის დაბომბვას, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
თავდასხმა თავდაპირველად ტრიპოლის სამხრეთით, აინ ზარას უბანში განხორციელდა, სადაც დაბომბვას ერთი ოჯახის სამი ბავშვი ემსხვერპლა.
მეორე დაბომბვის დროს, რაკეტა ავტომობილს დაეცა. შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერო-სგან აღიარებული მთავრობის სამხედრო დანაყოფებს და ამბოხებული გენერლის შეიარაღებულ ფორმირებებს შორის ინტენსიური ბრძოლა 18 მარტის დილიდან მიმდინარეობს.
ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.