ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია- ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.